„შეეხე“ არის სრულიად ინოვაციური, თანამედროვე და ჭკვიანი პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ განათავსოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ვირტუალურ სივრცეში და გაუზიაროთ იგი სხვა ადამიანებს - ერთი მარტივი შეხებით. მოცემული თანამედროვე პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ როგორც პირადი, ასევე, კომერციული დანიშნულებისთვის, ვინაიდან იგი შესაძლებლობას იძლევა რომ ერთ სივრცეში მოაქციოთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა: სოციალური ქსელის ბმული, ტელეფონის ნომერი, პირადი მონაცემი, მისამართი, ელ.ფოსტა და სხვ. შესაბამისად, უზრუნველჰყოფს დროის, თანხისა და ენერგიის დაზოგვაში, რომელსაც სტანდარტული და მოძველებული ქაღალდის სავიზიტო ბარათები გვართმევდა.

„შეეხე“ გთავაზობთ ორი ტიპის პროდუქტს: 1. პლასტიკური ტიპის ბარათი 2. მობილურზე მისაკრავი „სტიკერი“. მუშაობის პრინციპი ორივე მათგანის შემთხვევაში ერთნაირია. კონკრეტულად, კი: ორივე პროდუქტზე ნებისმიერი სმარტფონის მარტივი შეხებით - ხდება სასურველი, წინასწარ ჩაწერილი ინფორმაციის მოცემულ სმარტფონში გაზიარება.

ინფორმაციის გასაზიარებლად საჭიროა სმარტფონს ჰქონდეს „ბარათის კითხვის“ ფუნქციონალი, რაც დღესდღეობით ყველა თანამედროვე მობილურშია წარმოდგენილი და არ საჭიროების რაიმე დამატებითი აპლიკაციის ან პროგრამის გადმოტვირთვას.  

ბარათი  შესაძლებელია დაიბეჭდოს თქვენთვის სასურველი დიზაინით. ამისათვის, საჭიროა რომ შეკვეთის ფორმაში მონიშნოთ შესაბამისი გრაფა.

„შეეხეს“ შეკვეთა ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი. აირჩიეთ სასურველი პროდუქტი, შეიყვანეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელეთ ტრანზაქცია ნებისმიერი ტიპის ბარათით. შეკვეთის დადასტურებისთანავე მობილურზე გამოგეგზავნებათ SMS შეტყობინება.

„შეეხეს“ დამზადებასა და მიწოდებას სჭირდება შეკვეთიდან 2-დან 5 სამუშაო დღე თბილისის მასშტაბით. ხოლო, რეგიონებში პროდუქტი იგზავნება საქართველოს ფოსტის საშუალებით 10 სამუშაო დღის განმავლობაში. 

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია დარეკვის საფუძველზე, იმავე დღეს.

დიახ, ქარხნული წუნის შემთხვევაში პროდუქციის შეცვლა მოხდება უმოკლეს ვადაში.